წყალტუბოს ,,სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
იტალიელი მწვრთნელის როდილფო ვანოლის ხელმძღვანელობით წყალტუბოელებმა 26 მაისის სახელობის სტადიონზე ივარჯიშეს.
გუნდს 3 ახალწვეული – ლაშა შერგელაშვილი, დავით მუჯირი და ლაშა კვარაცხელია შეუერთდა.
,,სამგურალთან” ერთად ვარჯიშობს ტაჯიკეთის ნაკრების შემტევი ალიჯონი აინი, რომელმაც გასულ წელს, თითქმის მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა.
უახლოეს დღეებში ,,სამგურალს” ბრაზილიელი ლეგიონერები და სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც დაუბრუნდებიან. ,,სამგურალი” წყალტუბოში თებერვლამდე მოემზადება, რა დროსაც 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
3 თებერვალს წყალტუბოელები მოსამზადებლად ანთალიაში გაემგზავრებიან, სადაც 2 კვირა დარჩებიან და ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავენ.
ლაშა თაბაგარი
