დევიდ მოიესი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბრუნდება. ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელები უახლოეს ხანში განაცხადებენ, იუწყება გამოცემა The Athletic,
61 წლის შოტლანიდელი სპეციალისტი შონ დაიჩს შეცვლის, რომელიც 9 იანვარს დაითხოვეს. ის „ევერტონს“ უკვე ავარჯიშებდა 2002-2013 წლებში. მოიესი 2019-2024 წლებში ლონდონის „ვესტ ჰემს“ ხელმძღვანელობდა, რომლიდან გასული წლის ზაფხულში დაითხოვეს. მან „ვესტ ჰემს“ 2023 წელს ევროპის კონფერენს ლიგა მოაგებინა.
გარდა ამისა, შოტლანდიელი „მანჩესტერ იუნაიტედს“, „რეალ სოსიედადს“ და „სანდერლენდს“ თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი
