უზბეკეთის სუპერლიგაში მოასპარეზე „ბუნედკორს“ ორი ქართველი ლეგიონერი შეემატა – მცველი ნიკოლოზ მალი და თავდამსხმელი იმედა აშორტია.
25 წლის მალიმ გასული სეზონი ბათუმის „დინამოში“ გაატარა, ხოლო მანამდე ორი სეზონი თბილისის „დინამოშ“ გამოდიოდა. მან კარიერა თბილისის „იბერიაში“ დაიწყო, სადაც 6 წელიწადი თამაშობდა.
28 წლის აშორტია შარშან ყარაგანდის „შახტიორში“ თამაშობდა, რომლის მაისურით ყაზახეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ის კარიერის განმავლობაში ასევე მარტვილის „მერანში“ , გორის „დილაში“, ფოთის „კოლხეთში“, „ცხინვალში“, ქობულეთის „შუქურაში“, „თელავში“ და აზერბაიჯანის „თურანში“ ასპარეზობდა.
ლაშა თაბაგარი
