წიტაიშვილის „გრანადას“ ზედიზედ მეორე ფრე

0
29

„გრანადამ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ზედიზედ მეორე შეხვედრა ფრედ დაასრულა. 22-ე ტურში გრანადელებმა „ბურგოსი“ მიიღეს და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 44-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 89-ეზე შეცვალეს. „გრანადა“ 34 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი