კვარაცხელიამ პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

0
27

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანახმა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება,
საქართველოს და „ნაპოლის“ თავდამსხმელი პარიზულ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი დაახლობით 4-5-ჯერ გაიზრდება იმასთან შედარებით, რასაც იტალიურ კლუბში იღებს. მომავალ კვირაში პსჟ-ს ხელმძღვანელები ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლებს მომავალი ტრანსფერი დეტალებზე სამსჯელოდ შეხვდებიან.
კვარაცხელიამ, რომელსაც „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
“ვერონასთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბს გაყიდვა სთხოვა და ის აუცილებლად წავა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, კვარაცხელიას კლუბის შეცვლა გასული წლის ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერზე არ დააყენეს. კონტეს განცხადებით, კვარაცხელია “ვერონასთან” არ ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი