შონ დაიჩი „ევერტონიდან“ გაუშვეს

0
28

შონ დაიჩი „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. დროებით გუნდის თავკაცის მოვალეობას ლეიტონ ბეისი შეასრულებს, რომელიც მანამდე 18-წლამდელებს ხელმძღვანელობდა.
:ახალი მწვრთნელის დანიშვნის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“ -ნათქვამია  კლუბის განცხადებაში.
55 წლის დაიჩი „ევერტონს“ 2023 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა. მიმდინარე სეზონში „ევერტონმა“ 17 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი