თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს რევაზ ჩელებაძეს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ სათანადოდ არ აფასებენ.
„პსჟ-ს დაინტერესების შესახებ დიდი ხანია ვიცი. ლუის ენრიკეს თავის გუნდში ხვიჩა ხილვა სურს. თუმცა, ჩემი აზრით საუკეთესო ვარიანტია თუ კვარაცხელია სათამაშოდ ინგლისში წავა. პსჟ ძალიან კარგი კლუბია, რომელშიც მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ პრემიერლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია. საფრანგეთის პირველობა ცუდი არაა, მაგრამ მინდა, რომ ხვიჩამ საუკეთესოში ითამაშოს.
ის „ნაპოლიდან“ სასწრაფოდ უნდა წავიდეს, რადგან სათანადო პატივს არ სცემენ. ხვიჩა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო გუნდში ანაზღაურიბით მეცხრამეტე თუ მეოცეა. ეს უბრალოდ მისდამი უპატივისცემლობაა.
„ნაპოლიში“ მას პატივს არ სცემენ და მონასავით ეპყრობიან. ასეთი რამ ადამიანის თავმოყვარეობაზე მოქმედებს. სწორი იქნება თუ ხვიჩა ტოპ-კლუბში გადავა“ – იუწყება ჩელებაძის ნათქვამს championat.com.
ლაშა თაბაგარი
