„უოტფორდი“, რომელშც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის ინგლისის ასოციაციის თასიდან გავარდა. 1/32-ფინალში ჩემპიონშიფის ბინადარი უოტფორდელები სტუმრად პრემიერლიგის „ფულემს“ შეხვდნენ და 1:4 წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:3 აგებდა.
მასპინძლები 26-ე წუთზე როდრიგო მუნისმა დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე ვატამ საპსსუხო ბურთი გაიტანა. 49-ე წუთზე „უოტფორდის“ კარი ხიმენესმა აიღო, რასაც 65-ე წუთზე ანდერსენის გოლი მოჰყვა. 85-ე წუთზე სტუმრები კასტანიემ დაამწუხრა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარ
