კვარაცხელიასთვის ბრძოლაში შესაძლოა „ლივერპულიც“ ჩაერთოს

0
42

„ლივერპულმა“ შესაძლოა საქართველოს ეროვნული ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენის შესაძლებლობა განიხილოს თუ ის იტალიურ კლუბს ზამთარში დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი დავიდ ორნშტეინი იუწყება.
მერსისაიდელები ახალ გარემარბს აქტიურად არ ეძებენ, მაგრამ კვარაცხელიას ყიდვის შანსი თუ ექნებათ იბრძოლებენ, რადგან მისი სათამაშო თვისებები ძალიან მოსწონთ.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის თავის რიგებში ხილვა პსჟ-ს სურს და მზადაა 80 მილიონი ევრო გადაიხადოს,
გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა მარკუს რაშფორდი „ნაპოლის“ კვარაცხელიაში გაუცვალოს.
ლაშა თაბაგარი