„კრემონეზემ“ ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ გაანათხოვრა

0
35

ლუკა ლოჩოშვილი მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარს იტალიის სერია B-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ „სალერნიტანაში“ გაატარებს, იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დღეს სალერნოელთა ბაზაზე თანაგუნდელების გასცნობად იმყოფებოდა,
„კრემონეზემ“, რომელთან ლოჩოშვილს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ქართველი ფეხბურთელი „სალერნიტანაში“ იჯარით გაუშვა. ლოჩოშვილის წასვლა გასაკვირი არაა, რადგან მან ამ სეზონში  სერია B-ში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა. „სალერნიტანა“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი