„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი ნორვეგიის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეხუთედ დაასახელეს. ამის შესახებ ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაცის ვებგვერდი იუწყება.
გასულ სეზონში 24 წლის ჰოლანდმა ინგლისური კლუბის მაისურით ყველა ტურნიში ჩატარებულ 45 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
2024 წელს ჰოლანდი ნორვეგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 38 შეხვედრაში 39 გოლია და გააუმჯობესა მიღწევა, რომელსაც 92 წლის განმავლობაში ვერავინ მიუახლოვდა.
ლაშა თაბაგარი




