პსჟ კვარაცხელიას ოთხჯერ მეტ ხელფასს პირდება

0
93

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას იმასთან შედარებით 4-ჯერ მეტ ხელფასს სთავაზობს, რასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი „ნაპოლიში“ იღებს. ამის შესახებ ფრანგული RMC Sport იუწყება.
თუმცა, ამჟამად ფრანგულ გრანდი მზად არაა კვარაცხელიაში 80 მილიონი ევრო გადაიხადოს და შესაძლოა, კვარაცხელია ან იჯარით აიყვანოს ან კიდევ გარიგებაში რომელიმე თავისი ფეხბურთელი ჩართოს.
აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ დამოკიდებულა ხვიჩას მიმართა გასული წლის ზაფხულიდან შეიცვალა. თუ მანამდე ფეხბურთელი ხელშეუხებლად მიიჩნეოდა, ახლა კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა სარფიანი წინადადება განიხილოს.
ლაშა თაბაგარი