ლევან ხარაბაძე კარიერას „ტორპედოში“ გააგრძელებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. 24 წლის მცველმა რიონისპირელებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხარაბაძე ბოლო ორი სეზონი ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა. მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ ორი წელი შვეიცარიის „ციურიხში“ თამაშობდა. გარდა ამისა, ხარაბაძემ ერთი სეზონი კვიპროსის „პაფოსში“ გაატარა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სამი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
