ხვიჩა კვარაცხელიამ კუნთის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი მატჩი გამოტოვა. მე-19 ტურში „ნაპოლი“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის გარეშე ფლორენციაში „ფიორენტინას“ ეწვია და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა.
შეხვედრის 29-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემის შემდეგ ანგარიში დავიდ ნერეშმა გახსნა, რომელიც კვარაცხელიას უშუალო კონკურენტად მიიჩნევა. 54-ე წუთზე ი ზუსტად შეასრულა. 68-ე წუთზე ფლორენციელთა კარი მაკტომინეიმ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ნაპოლი“ 44 ქულით 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია და 3 ქულით ასწრებს მეოორეადგილოსან „ატალანტას“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





