„მილანს“ სათავეში სერჟიო კონსეისაუ ჩაუდგა

0
75

„მილანს“ სერჟიო კონსეისაუ გაწვრთნის. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 50 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გააფორმა. მან თანამემამულე პაულუ ფონსეკა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ შინ „რომასთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ დატოვა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი გარემარბი 2017-2024 წლებში „პორტუს“ ავარჯიშენდა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა – სამჯერ ჩემპიონობა, ოთხჯერ პორტუგალიის თასი, ერთხელ ლიგის თასი, ხოლო სამჯერ სუპერთასი.
პორტუგალიელს დებიუტი 3 იანვარს სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ გასამართ შეხვედრაში ექნება, სადაც მისი შვილი ფრანსისკუ კონსეისაუ თამაშობს.
სერჟიო კონსეისაუ კარეირის განმავლობაში ასევე პორტუგალიის „ოლიანენსეს“, „აკადემიკას“, „ბრაგას“, „ვიტორია გიმარაეშს“ და საფრანგეთის „ნანტს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი