„ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა კლუბის ხელმძღვანელებს აცნობა, რომ 2025 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლას გეგმავს.
გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მან ამის შესახებ ინგლისური კლუბის მესვეურებს მოლაპარაკების ბოლო რაუნდის დროს განუცხადა, როდესაც ცდილობდნენ ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე დაეთანხმებინათ.
26 წლის ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება და ესპანურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულის“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2016-2017 წლების სეზონში ჰქონდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 332 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





