შოტლანდიელი სტივ კინი მომავალ სეზონში ქუთაისის “ტორპედოს” აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ atiani.ge-ს რიონისპირელთა პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ განუცხადა.
კინი “ტორპედოს” სათავეში გასული სეზონის წინ ჩაუდგა და გუნდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილი დაიკავა. მომავალი წლის ზაფხულში ქუთაისელები უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.
კერესელიძეს ახქალი მწვრთნელის ვინაობა არ დაუკონკრეტებია, მაგრამ იმას ხაზი გაუსვა, რომ “ტორპედოს” მომავალი თავკაცი უცხოელი იქნება.
ლაშა თაბაგარი





