ლისაბონის „სპორტინგის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოაუ პერეირა დაითხოვეს, რის შესახებ პორტუგალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
40 წლის სპეციალისტი გუნდს 11 ნოემბრიდან ავარჯიშებდა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ წასული რუბენ ამორიმი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 8 მატჩიდან ლისაბონელებმა 3 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. „სპორტინგის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუი ბორხესი იქნება.
ლაშა თაბაგარი




