იაგო ასპასმა ვიგოს „სელტასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. გუნდის კაპიტანმა თავისი მომავალი ესპანურ კლუბს 2026 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
ასპასი „სელტას“ აღზრდილია და ვიგოელთა ერთ-ერთი ლეგენდა. მან ფაქტობრივად მთელი კარიერა ამ გუნდში გაატარა, გარდა 2013-2015 წლებისა, როდესაც ჯერ ერთი სეზონი „ლივერპულში“ ითამაშა, ხოლო შემდეგ „სევილიაში“ გაანათხოვრეს.
მან „სელტას“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 509 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 210-ჯერ აიღო.
მიმდინარე სეზონში ასპასმა ვიგოელთა მაისურით გამართულ 16 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი




