თურქეთის „გალათასარაიმ“ გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ „ლიონს“ 17 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები შესთავაზა. თუმცა, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები ამ თანხად საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გაყიდვას არ აპირებენ.
„ლიონმა“ მიქაუტაძე მიმდინარე წლის ზაფხულში 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა და კიდევ 4,5 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
24 წლის ქართველმა „ლიონის“ მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მან ევროპა ლიგის საერთო ეტაპის 5 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა, ხოლო საფრანგეთის თასზე ერთ თამაშში თავის ანგარიშზე 1 გოლი ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი





