“საუთჰემპტონს” სათავეში იურიჩი ჩაუდგა

0
46

ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო ადგილზე მყოფ “საუთჰემპტონს” ივან იურიჩი გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ხორვატმა სპეციალისტთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და მოვალეობის შესრულებას დიდი ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ შეუდგება.
49 წლის იურიჩი ბოლოს იტალიის “რომას” წვრთნიდა, რომლიდან 2024 წლის ნოემბერში დაითხოვეს. ის სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასევე “მანტოვას”, “კროტონეს”, “ჯენოას”, “ვერონას” და “ტორინოს” ავარჯიშებდა.
“საუთჰემპტონს” 16 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 20-გუნდიანი სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ლაშა თაბაგარი