საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია Transfermarkt-ის მიხედვით, იტალიის სერია A-ს ყველაზე ძვირადრირებულ მოთამაშეებს შორის მეორე ადგილზეა.
„ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერის ამჟამინდელი ფასი 85 მილიონი ევროა და ის მხოლოდ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს ჩამორჩება, რომელიც 100 მილიონ ევროდაა შეფასებულია. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ღირებულება 5 მილიონი ევროთი გაიზარდა.
სერია A-ს 10 ყველაზე ძვირადრირებული ფეხბურთელის სია ასეთია:
1.ლაუტარო მარტინესი („ინტერი“, 100 მილიონი ევრო)
2. ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, 85 მილიონი)
3. ნიკოლა ბარელა („ინტერი“, 80 მილიონი)
4-6.რაფაელ ლეაო („მილანი“, 75 მილიონი)
4-6. ალესანდრო ბასტონი („ინტერი“, 75 მილიონი)
4-6. მარკუს ტიურამი („ინტერი“, 75 მილიონი)
7-9. დუშან ვლახოვიჩი („იუვენტუსი“, 60 მილიონი)
7-9. ბრემერი („იუვენტუსი“, 60 მილიონი)
7-9. ფედერიკო დიმარკო („ინტერი“, 60 მილიონი)
10. ადემოლა ლუკმანი („ატალანტა“, 55 მილიონი).
ლაშა თაბაგარი





