კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ „რეალთან“ ერთად ტიტულების მოგება გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე სხვა კლუბში. მადრიდელთა თავკაცმა ამის შესახებ საკონტინნეტთაშორისო თასის ფინალში „პაჩუკასთან“ 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მინდა გულწრფელი ვიყო. „რეალში“ტიტულების მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე სხვაგან, რადგან ეს ფანტასტიკური კლუბია, რომელსაც გულშემატკივრების დაუჯერებელი მხარდაჭერა აქვს და მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს. „რეალთან“ ერთად 15 ტიტულის მოგება ბევრია. მე ძალიან ბედნიერი ვარ. ეს წარმატებაა.
ასეთი მატჩები ყოველთვის არაჩვეულებრივია, ვინაიდან მეტოქეს არ იცნობ, ხოლო მატჩები შუა კვირაში ტარდება. თამაში ნელა დავიწყე, მაგრამ თანდათან სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშ ავიყვანეთ. მეტოქეზე მეტი ოსტატობა გვქონდა, მაგრამ სწორი მიდგომა გვჭირდებოდა.
ამ ტიტულის მოპოვება მნიშვნელოვანია. ფანტასტიკური წელი ჩავატარეთ, რომლის განმავლობაში სირთულეები და ტრავმები გვქონდა. 2024 წელი შთამბეჭდავად დავასრულეთ. მეტის გაკეთება შეუძლებელია. ახლა 2025 წელზე უნდა ვიფიქროთ“ – იუწყება ანჩელოტის ნათქვამს AS.
„რეალმა“ არსებობის ისტორიაში საკონტინენთაშორისო თასი მეოთხედ მოიპოვა, რაც რეკორდია. კარლო ანჩელოტიმ მადრიდელთა თავკაცის თანამდებობაზე მე-15 ტიტული მოიგო და ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს (14) აჯობა.
ლაშა თაბაგარი





