“გრანადა”, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურში გასვლაზე “ოვიედოს” დაუპირისპირდა და თავის კარში ორი უპასუხო ბურთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. ის მე-7 წუთზე პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც ქართველის დარტყმული ბურთი მოიგერია.
მასპინძლებიდან პირველი გოლი 81-ე წუთზე კოლომბატომ გაიტანა, ხოლო ოთხ წუთში თავი პარასკივმა გამოიჩინა. “გრანადა” 29 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურში არადიპოუს “ომონია”, სადაც გიორგი ლორია თამაშობს სტუმრად “ანორთოსისს” შეხვდა და 0:3 წააგო. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე შეუცვლელად გაისარჯა. “ომონია” 12 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





