„ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას დახამრების გარეშე იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში სტუმრად „უდინეზესთან“ 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს კუნთის მცირე ტრავმა აქვს და წელს მოედანზე აღარ გავა.
უდინელები 22-ე წუთზე ტაუვინმა დააწინაურა, ხოლო 50-ე წუთზე ლუკაკუმ საპასუხო გოლი გაიტანა. 76-ე წუთზე მასპინძლების ფეხბურთელმა ჯიანეტიმ ავტოგოლი მიითვალა. 81-ე წუთზე ნეაპოლელებიდან თავი ზამბუ ანგისამ გამოიჩინა. „ნაპოლი“ 35 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.
საბერძნეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ოფი „ატრომიტოსს“ ესტუმრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა ლევან შენგელიამ შეუცვლელად ითამაშა. ოფი 17 ქულით 14 გუნდს შორის მერვეა.
შვეიცარიის ჩემპიონატის მე-18 ტურში „ბაზელმა“ თავის მოედანზე „გრასჰოპერსთან“ 0:1 წააგო. მასპინძლებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა გაბრიელ სიგუამ 78-ე წუთიდან ითამაშა. „ბაზელი“ 30 ქულით 12-გუნდიან ცხრილში მეორე და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ლუგანოს“.
ლაშა თაბაგარი





