19-წლამდელებმა ევროშესარჩევი გამარჯვებით დაიწყეს

0
57

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ლაშა ფირცხალაშივილი წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
მე-9 ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი მასპინძელ შვედეთს შეხვდა და 2:1 მოიგო.  სკანდიენავიელები 30-ე წუთზე სერნელიუსმა დააწინაურა, ხოლო 70-ე წუთზე გიორგი ნიკოლაიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 88-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ შვედების კარი მეორედ აიღო და ამ გოლმა ფირცხალაიშვილის შეგირდებს 3 ქულა მოუტანა.
ქართველი 19-წლამდელები 16 ნოემბერს ნორვეგიას დაუპირისპირდებიან, 19 ნოემბერს კი – ესტონეთს. ცნობისთვის, შვედებთან მატჩი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვახტანგ სალიამ გამოტოვა.
მე-9 ჯგუფის მეორე მატჩში ნორვეგიამ ესტონეთი 2:1 დაამარცხა.
მატჩის ოქმი – შვედეთი 1:2 საქართველო
ლაშა თაბაგარი