„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა დღეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ერიკ ტენ ჰაგი დაითხოვა და გუნდი დროებით რუდ ვან ნისტელროი გაწვრთნის.
ნიდერლანდელი სპეციალისტის მანჩესტერელებს 2022 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და 2023 წელს ინგლისის ასოციაციის თასი, ხოლო 2024 წელს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით 2022-2023 წლების სეზონში „იუნაიტედმა“ მესამე ადგილი დაიკავა.
ვან ნისტელროი ტენ ჰაგის სამწვრთნელო შტაბში 2024 წლიდან მუშაობდა, მანამდე, ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების 48 წლის ექსფორვარდი პსვ-ს თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი
