საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველი მატჩი გამართა.
ქალთა ნაკრებისთვის ისტორიაში პირველი საპლეიოფო შეხვედრა ეტაპის ერთ-ერთი ფავორიტის, ირლანდიის ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრა ირლანდიაში, 29 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი გუნდი დუბლინში 26 ოქტომბერს გაიმართება.
ირის ანტმანი (ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დიდი ანგარიშით მარცხი ყოველთვის მტკივნეულია. ვიცოდით, რომ რთული შეხვედრა გველოდა, თუმცა მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ.
ვამაყობ გოგონებით, ვიცოდით, რომ იოლი არ იქნებოდა, თუმცა ეს პროცესია. თითოეულ მატჩში უნდა ვისწავლოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგრძელებთ განვითარებას. ამას გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ მიზანს მივაღწევთ.
ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარი ჩვენთან ერთად იყო და ამხნევებდა გუნდს. ამან თავდაჯერება შეგვმატა. მართალია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა სწავლას ვაგრძელებთ”.
