კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენეს – „ნაპოლიმ“ მინიმალური სხვაობით მოიგო

0
18

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში „ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, რაც გასაკვირია, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას მატჩამდე სექტემბრის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს.
„ნაპოლიმ“ „ლეჩე“ მიიღო და მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველი ლეგიონერი თამაშში 72-ე წუთზე ჩართო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. კვარაცხელიას მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში მასპინძლების კაპიტანმა დი ლორენცომ მეტოქის კარი აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა.
„ნაპოლის“ 22 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი