რაფინიამ „ბაიერნი“ დააწიოკა, ლევანდოვსკის 700 გოლი

0
19

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბარსელონამ“ მიუნხენისა „ბაიერნი“ მიიღო და ლამაზ სტილში სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა. მატჩის გმირი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბი რაფინია აღმოჩნდა, რომელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ჰეთ-თრიქი პირველად შეასრულა.
მატჩის პირველ წუთზე ფერან ლოპესის გამოზომიპი პასის შემდეგ, რაფინია ნოიერთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა – 1:0. ამის შემდეგ, ინიციატივა ხელთა გერმანელებმა იგდეს და მე-18 წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ, გნაბრიმ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჰარი კეინი მოძებნა, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად ეფექტურად დაარტყა – 1:1.
36-ე წუთზე ფერან ლოპესმა მიუნხენელების საჯარიმოში როგორ მცველს, ასევე ჯარიდან გამოსულ ნოიერს დაასწრო, რის შემდეგ გადაცემა ლევენდოვსკის გაუკეთა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. მან კარიერაში მე-700 გოლი მიითვალა.
45-ე წუთზე რაფინიამ მარცხენა ფლანგიდან წამოიღო ბურთი და ჯერ ერთი მოწინააღმდეგეს გაცდა, ხოლო საჯარიმოსთან მიახლოებულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 3:1. 56-ე წუთზე იამალის საუცხოო პასით რაფინიამ „ბაიერნის“ საჯარიმოში შეიჭრა და თავის ანგარიშზე მესამე გოლი ჩაიწერა. მან სეზონში მეორე ჰეთ-თრიქი შეასრულა – პირველად თავი 31 აგვისტოს ესპანეთის ლა ლიგაში „ვალიადოლიდთან“ 7:0 მოგებულ შეხვედრაში გამოიჩინა.
„ბაიერნმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში გასვლაზე ზედიზედ 3 თამაში პირველად წააგო. “ბარსელონამ” “ბაიერნი” 2015 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მანამდე, მიუნხენელებმა ზედიზედ 6 თამაში მოიგეს – 22 გოლი გაიტანეს და 4 გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი