საბერძნეთის სუპერლიგის მე-8 ტურში ოფი-მ, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „პანათინაიკოსი“ მიიღო და 0;1 წააგო. მასპინძლების სასტარტოში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ლევან შენგელიამ ითამაშა, რომელიც 85-ე წუთზე შეცვალეს. ოფი 11 ქულით 14 გუნდში მეშვიდეა.
იტალიის სერია B-ს მე-9 ტურში „კრემონეზემ“ გასვლაზე „იუვე სტაბია“ 2:1 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი გამარჯვებულთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. „კრემონეზე“ 14 ქულით 20 გუნდში მეოთხეა.
„ფროზინონე“ „რეჯანას“ ეწვია და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. სტუმრების სასტარტოში 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე მოხვდა, რომელიც 58-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში საწყის თერთმეტეულში პირველად ითამაშა. „ფროზინონე“ 6 ქულით ბოლოა ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
