პაპუნაშვილის ქულის მომტანი გოლი

0
38

გიორგი პაპუნაშვილმა „ზირეში“ გადასვლის შემდეგ, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „ზირემ“ „საბაჰი“ მიიღო და გუნდები ფრეზე გაიყარნენ – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე თავისივე დაწყებული კომბინაცია გოლით დაასრულა. „ზირეში“ 2 ტაიმი ჩაატარა კიდევ ერთმა ქართველმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ლიმასოლის „არისმა“ სტუმრად ახნას „ეთნიკოსს“ 2:1 აჯობა. გამარჯვებულებში ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. „არისი“ 17 ქულით 14 გუნდში მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი