ისტორიაში პირველად, ქართველი მსაჯები უეფას ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მატჩს მოემსახურებიან.
უეფას გადაწყვეტილებით, ოთარ კიტეიშვილის გრაცის “შტურმის” და ლისაბონის “სპორტინგის” შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ქართველი არბიტრის ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია იქნებიან, ხოლო მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილია. VAR-ის ოთახში იმუშავებენ ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო იტალიიდან.
მანამდე, ქართველ მსაჯებს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უმუშავიათ, ჯგუფურ ეტაპზე კი, რომელიც მიმდინარე სეზონიდან ლიგის ფაზით შეიცვალა, ქართველები პირველად იმსაჯებენ. “შტურმის” და “სპორტინგის” შეხვედრა 22 ოქტომბერს, ვიორთერზე შტადიონზე გაიმართება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
