ლუკა ,ლოჩოშვილი: “:ერთი შეტევა გაგვეპარა და დავისაჯეთ”

0
36

საქართველოს ნაკრების მცველის ლუკა ლოჩოშვილის თქმით, ერთი შეტევა გაეპარათ და დაისაჯნენ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-4 ტურში შინ ალბანეთთან 0:1 მარცხის შემდეგ გაანცხადა.
ლუკა ლოჩოშვილი: “დიდი უპირატესობა გვქონდა, მეორე ტაიმში ფაქტობრივად არაფერი შეუქმნიათ, ერთი შეტევა გაგვეპარა და დავისაჯეთ. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით. ძნელი იყო, რადგან ძალიან მჭიდროდ იცავდნენ თავს, უკნიდან გვეთამაშებოდნენ და გაგვიჭირდა გოლის გატანა. ჩვენი გოლი თამაშს გარდატეხავდა. რთულია ახლა იმის თქმა, რისი გამოსწორება შეიძლება, მეტი უნდა გავაკეთოთ, უნდა გავაანალიზოთ ჩვენი თამაში და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
არ არის მარცხენა ფლანგზე ჩემი პოზიცია, მაგრამ ეროვნული ნაკრებია, სადაც მომიწევს თამაში იქ ვითამაშებ და დავეხმარები ჩემს ქვეყანას. დღეს უფრო გამიმარტივდა, რადგან მხოლოდ დაცვის ფაზაში ვიყავი მარცხენა მცველად და შეტევის ფაზაში 3 მცველზე ვეწყობოდით, ჩემი ოპტიმალური პოზიცია ცენტრალური მცველობაა”.