საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ ბუდუ ზივზივაძეს მიაჩნია, რომ ალბანეთთან მატჩის დასაწყისში საგოლე მომენტის გამოყენების შემთხვევაში, მოედანზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-4 ტურში თბილისში ბალკანელებთან 0:1 მარცხის შემდეგ განაცხადა.
ბუდუ ზივზივაძე: “ჩემი აზრით, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დავალებები შეგვესრულებინა. მომენტები ვერ გამოვიყენეთ, პირადად მე ორი კარგი მომენტი მქონდა. მატჩის დასაწყისში, რომ გამეტანა, სხვანაირი თამაში იქნებოდა. მათ მცირე მომენტები ჰქონდათ, ერთი გოლში გარდასახეს და ამიტომ წავაგეთ. გვინდოდა, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება, მათ მადლობა 90 წუთის განმავლობაში გვამხნევებდნენ, ვეცდებით, რომ დარჩენილ ორ ტურში სიტუაცია გამოვასწოროთ“
