საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრა პლეი-ოფში ითამაშებს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა C ჯგუფის ბოლო ტურში შინ მაკედონიას მინიმალური სხვაობით აჯობა და 19 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნოემბერში ჩვენი ახალგაზრდული ევროპირველობის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს. ჯგუფში მეორე ადგილი, საქართველოს 21 წლამდე ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია, როგორც პოზიციის ასევე დაგროვებული ქულების მხრივ.
მატჩის 27-ე წუთზე გიორგი აბუაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. ორ წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ქართველი ფეხბურთელის ჩაწოდების შემდეგ, ლუკა გაგნიძემ ახლო მანძილიდან თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ალჩევსკიმ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს აბუაშვილმა სახიფათოდ კიდევ ერთხელ დაარტყა და მაკედონიელთა მეკარემ ბურთი ხელებში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
52-ე წუთზე ისაკი ჩვენი საჯარიმოს სიახლოვეს ნოდარ ლომინაძეს გაცდა და დაარტყა – ბურთი საბა ხვადაგიანს ფეხზე შეეხო და კარში აღმოჩნდა – 0:1.
61-ე წუთზე ლაშა ოდიშარია სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და მისი დარტყმნული ბურთი მეკარემ მოიგერია, თუმცა ჩვენი შეტევა გაგარძელდა და მარჯვნიდან გიორგი მაისურაძის ჩაწოდების შემდეგ, ვასილიოს გორდეზიანმა თავით „ცხრიანში“ გაიტანა – 1:1.
66-ე წუთზე ლომინაძე ალბანელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და არაზუსტი პასი გააკეთა, მაგრამ მაკედონიელი მცველის მოგერიებული ბურთი ოდისარიამ გაგზავნა კარში, რომლის ხაზზე მდგომმა სტუმარმა ფეხბურთელმა ხიფათი თავით გაანეიტრალა. ამის შემდეგ, როდესაც ჰაერიდან ბურთი მიწაზე ეშვებოდა საჯარიმოში ხელში მაკედონიელს მოხვდა, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია, არადა, პენალტის დანიშვნა შეეძლო.
71-ე წუთზე ლომინაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ჯერ ერთ მაკედონიელს მოხვდა ფეხში, შემდეგ მეორეს და კარში აღმოჩნდა – 2:1. 75-ე წუთზე ოდიშარიამ მეკარესთან პირისპირ გავიდა და დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ფეხით მოიგერია.
მე-80 წუთზე ნიკოლოვმა დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძლიერად შეასრულა და ლუკა ხარატიშვილმა ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა, ხოლო
საჯარიმოში მყოფმა კამბერმა მარცხენა მახვილი კუთიდან ააცილა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ჩვენს საჯარიმოში ბურთი ფეტას მიუვიდა, რომლის დარტყმის მერე, ხარატიშვილმა გოლისგან გადაგვარჩინა.დარჩენილ დროსი ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში თავის მეტოქეს დაელოდება.
პლეი-ოფის წილისყრა, 17 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო პლეი-ოფის 2-მატჩიანი დაპირისპირებები, 11-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება. პლეი-ოფში ჩვენი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია.
საქართველო – ჩრდ. მაკედონია 2:1 (0:0)
15 ოქტომბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი (კ), მაისურაძე (მორჩილაძე, 70), გაგნიძე (ოდიშვილი, 84), ოთარ მამაგეიშვილი (გორდეზიანი, 54), ლომინაძე, აბუაშვილი (ეგოიანი, 84), ოდიშარია, კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
ჩრდ,მაკედონია: ალჩევსკი, ჰამზიკი, რამადანი., ისაკი, დესპოტოვსკი, ფეტა, ზლატკოვი, რამანი (ანგელოვი, 68), ნიკოლოვი, ადემი (ტრპჩევსკი, 46), კრისტევსკი (კამბერი, 68).
მთავარი მწვრთნელი: დრაგან კანატლაროვსკი.
გოლები: 0:1 ისაკი (57), 1:1 გორდეზიანი (61), 2:1 ლომინაძე (71)
გაფრთხილება: რამანი (5), ჰამზიკი (24), ზლატკოვი (24), მორჩილაძე (87), დესპოტოვსკი (87), გორდეზიანი (90+1)
მთავარი მსაჯი: ვიქტორ შიმუსიკი.
