გურამ კაშია: “თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა”

0
59

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტან გურამ კაშიას მიაჩნია, რომ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-3 ტურში პოზნანში უკრაინასთან 0:1 წაგებული მატჩის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა.
გურამ კაშია: “თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია”.
ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი