გიორგი მამარდაშვილი: “ეს სერია უნდა გაგრძელდეს”

0
75

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკრაინის ნაკრებთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში ბოლო ვარჯიში გამართა. პოზნანში, მატჩისწინა საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომავალი თამაშის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
გიორგი მამარდაშვილი: “უკრაინის ნაკრებთან რთული თამაში გველის. მეტოქეს ბევრი ფეხბურთელი აკლია, არ იქნებიან ოპტიმალური შემადგენლობით, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჰყავთ იმ დონის მოთამაშეები, რომლებიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევენ.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მნიშვნელოვანი იყო წარმატებული სვლის გაგრძელება. ჩემი აზრით, ამ დავალებას თავი კარგად გავართვით. რა თქმა უნდა, ეს სერია უნდა გაგრძელდეს”.
უკრაინისა და საქართველოს მატჩი პოზნანში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი