ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სტუმრად შვედებთან ძალიან პრინციპული თამაში წააგო. არადა, რამაზ სვანაძის გაწვრთნილ გუნდს მინიმუმ ქულის აღება შეეძლო, მაგრამ დაცვაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომება შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა.
მატჩის მე-12 წუთზე ლაშა ოდიშარიამ შვედების საჯარიმოში კარგი პასი მისცა ნოდარ ლომინაძეს, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 0:1. მე-16 წუთზე შვედებმა კუთხური ჩააწოდეს და ელიეს თავურის შემდეგ, გიზო მამაგეიშვილმა ბურთი კარის ხაზიდან თავით გამოიტანა.
23-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა საკუთარ საჯარიმოში თავით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელსაც ომდრეიკა დაეუფლა და მას მერე რაც შვედი ერთ ქართველ ფეხბურთელს გაცდა დაარტყა – ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გათანაბრდა 1:1. 39-ე წუთზე ხვადაგიანმა ძალიან ცუდი პასი გაუკეთა ჩვენს საჯარიმოში ლევან ოსიყმაშვილს და ბურთი სვედბერგს „ჩააბარა“, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა – 2:1. ტაიმისთვის დამატებულ დროში შვედებმა კუთხური ჩააწოდეს და ხარატიშვილს ხელიდან გაუვარდა ბურთით, რომლის კარში გადაგზავნის საშუალება ეკონგს მცველებმა არ მისცეს.
48-ე წუთზე ხარატიშვილმა მასთან პირისპირ გასული ეკონგის დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ კართან ახლოს მდგომმა ერაბიმ დამატებაზე ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 3:1. 51-ე წუთზე თავის ნახევარზე მყოფმ დაჰლიმ პასი მეკარეს დოვინს გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ გააჩერა და ანგარიში კიდევ ერთხელ შეიცვალა – 2:3.
63-ე წუთზე ლომინაძის პასის შემდეგ, გიორგი კვერნაძემ შევდების საჯარიმოს ხაზთან ერთი მეტოქე ჩამოიცილა და დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა. საპასუხო იერიშის დროს სვედბერგმა კარს ბურთი მცირე მანძილით ააცილა. ამის შემდეგ,ოდიშარიამ ჩააწოდა მასპინძლების საჯარიმოში და გორდეზიანი თავური არაზსუტი აღმოჩნდა.
72-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა ხვადაგიანმა ბურთი დაკარგა და შვედების კონტრშეტევის დროს საჯარიმოს გარედან ქასემის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 93-ე წუთზე აბუაშვილმა საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ ნახტომში შვედების გოლის გაშვებას გადაარჩინა.
ამ გამარჯვების წყალობით შვედეთმა 17 ქულა დააგროვა და ბოლო ტურის წინ ქულით გაგვასწრო, 15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ქუთაისში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, ხოლო შვედეთი გასვლაზე ნიდერლანდებს შეხვდება, რომელმაც ევროპირველობის ფინალურ სტადიაზე თამაში გაინაღდა.
მეორე ადგილზე გასვლისთვის, რაც პლეი-ოფის საგზურს იძლევა, საქართველმ თავისი მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს, ხოლო სკანდინავიელებმა ნიდერლანდები ვერ უნდა დაამარცხონ.
9 ჯგუფის გამარჯვებული მომავალ წელს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გადის, ხოლო მათ 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებათ. დანარჩენი 6 მეორეადგილოსანი პლეი-ოფს ითამაშებს და გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურის მოიპოვებენ. ამ 15 გუნდს მასპინძელი სლოვაკეთი დაემატება.
შვედეთი – საქართველო 3:2 (2:1)
10 ოქტომბერი. იონჩიოპინგი. „სტადსპარკსველენი“.
შვედეთი: დოვინი (კ), დაჰლი, ელიე, კასპერ ვიდელი, როუჰი, მელკერ ვიდელი, როზენგრენი, სვედბერგი (ლაჰდო, 68), ეკონგი (ქასემი, 68), ერაბი (გული, 68), ონდრეიკა (ფატა, 76).
მთავარი მწვრთნელი: კარლს ბაკსტრიომი.
საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე (გოცირიძე, 88), ხვადაგიანი (კ), უგრეხელიძე, აზაროვი, ოსიყმაშვილი (აბუაშვილი, 46), ოდიშარია (მამაცაშვილი, 79), ლომინაძე, ოთარ მამაგეიშვილი (ეგოიანი, 88), გიზო მამაგეიშვილი (გორდეზიანი, 64), კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ომდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (39), 3:1 არაბი (48), 2:3 დოვინი (51).
გაფრთხილება: მე;ლერ ვიდელი (45+1), ონდრეიკა (75), გორდეზიანი, (77)
მთავარი მსაჯი: ივან გრიფიტი (უელსი).
ლაშა თაბაგარი
