გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიული ფეხბურთის უპირობო ლიდერი შთამბეჭდავად დაამარცხა. ბუნდესლიგის მე-9 ტურში გრაცელებმა თავის მოედანზე „ზალცბურგს“ 5 უპასუხო გოლი გაუტანეს., საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავურით 86 წუთი ითამაშა. ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების შემდეგ, მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო. „შტურმი“ 19 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველი ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-8 ტურში გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ შინ „ოვიედოსთან“ 0:0 ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის შუახაზელმა შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტე“ 15 ქულით 22 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
