კაკაბაძემ სტუმრად მოიგო

0
19

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-11 ტურში სტუმრად „შლიონსკი“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. კრაკოველებს 23 ქულა აქვთ და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა არიან.
კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-6 ტურში აპოელმა შინ ლარნაკას აეკ-თან 0:1 წააგო. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა ორი ტაიმი იასპარეზა. მოქმედი ჩემპიონი აპოელი 10 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი