ქვილითაიას მომგებიანი დუბლი

0
25

გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისში“ გადასვლის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა.
მე-6 ტურში „არისმა“ ნიქოზიის „ომონია“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის წყალობით დაამარცხა. ქვილითაიია სასტარტო შემადგენლ;ობაში იყო და 29-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის გაკეთებული პასის შემდეგ, თავით ეფექტური გოლი გაიტანა. 54-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი ზუსტად დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „არისი“ 14 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი