ლეგენდარული იოჰან ნეესკენსი გარდაიცვალა

0
87

ლეგენდარული ნიდერლანდელი ნახევარმცველი იოჰან ნეესკენსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნეესკენსმა ამტერდამის „აიაქსთან“ ერთად ჩემპიონთა თასი 3-ჯერ მოიგო, ხოლო „ბარსელონას“ შემადგენლობაში ევროპის თასების თასი ერთხელ აღმართა. მან „აიაქსის“ რიგებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 124 მატჩში 33 გოლი გაიტანა, ხოლო „ბარსელონაში“ 140 შეხვედრაში 35 ბურთი შეაგდო.
ნეესკენსმა ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში 49-ჯერ იასპარეზა და მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო. ის ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ხოლო ერთხელ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. ნეესკენსი ოთხჯერ „ოქროს ბურთის“ ნომინანტი იყო.
კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობა დაიწყო და გუს ჰიდინკს როგორც ნიდერლანდების, ასევე ავსტრალიის ნაკრებში ეხმარებოდა. ასევე „ბარსელონაში“ ფრანკ რაიკარდის თანაშემწედ მუშაობდა. მას დამოუკიდებლად ნიდერლანდების „ბრედა“ და სამხრეთ აფრიკის „მამელოდი სანდაუნსი“ გაუწვრთნია.
ლაშა თაბაგარი