ანდრეს ინიესტამ კარიერა დაასრულა

0
23

ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
40 წლის ინიესტას ბოლო კლუბი არაბეთის გაერთიანებული საამიროების „ემირეითსი“ იყი, რომელშიც 2023-2024 წლების სეზონში გამოდიოდა.
ინიესტამ კარიერის საუკეთესო წლები „ბარსელონაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში ყველა ტურნირში 674-ჯერ ითამაშა და 67 გოლი გაიტანა. მან  „ბარსას“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგა 9-ჯერ, ესპანეთის თასი ექვსჯერ, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ, ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო. ის ასევე იაპონიის “ვისელ კობეში” ირჯებოდა.
ინიესტამ ესპანეთის ეროვნულ გუნდში 131-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 13-ჯერ აიღო. მან 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, 2010 წელს კი – მსოფლიო ჩემპიონის.
ლაშა თაბაგარი