MLS-ის მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“ შინ „ნიუ იორკ რედ ბულსი“ 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. „ატლანტა იუნაიტედი“ 37 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლკთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა.
დანიის სუპერლიგის მე-11 ტურში „კოპენჰაგენმა“ გასვლაზე „სილკებორგთან“ 2:2 ითამაშა. საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა. „კოპენჰაგენი“ 21 ქულით 12 გუნდში მეორეა.
ლაშა თაბაგარი
