ნონიკაშვილის პირველი გოლი და მარცხი აზაროვთან

0
15

შოთა ნონიკაშვილმა „ჩერკასიში“ გადასვლის შემდეგ, უკრაინის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-9 ტურში მისი გუნდი სტუმრად მოქმედ ჩემპიონ დონეცკის „შახტარს“ დაუპირისპირდა და 1:5 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 62-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:5 აგებდნენ, პენალტი გაიტანა. „შახტარში“ ორი ტაიმი ირაკლი აზაროვმა ითამაშა, რომელსაც მიმდინარე სეზონში მთავარი მწვრთნელი არ წყალობს. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს ვერო-2025-ის შესარჩევში სტუმრად შვედეთთან გასამართ პრინციპულ მატჩში.
„შახტარი“ 16 ქულით 16 გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო „ჩერკასი“ 12 ქულით – მეშვიდე.
ლაშა თაბაგარი