მიქაუტაძე ისევ სასტარტოს მიღმა დატოვეს

0
17

გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა. ეს გასაკვირი არაა, რადგან მისი უშუალო კონკურენტი გუნდის კაპიტანი ლაკაზეტია, რომელიც ლიონელთა უპირობო ლიდერად მიიჩნევა, რასაც თამაშიტაც ამტკიცებს.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში „ლიონმა“ „ნანტი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშში 83-ე წუთზე სწორედ ლაკაზეთის ნაცვლად ჩაერთო.
„ლიონი“ 22-ე წუთზე არგენტინელმა მცველმა ტალიაფიკომ დააწინაურა, ხოლო 54-ე წუთზე სტუმართა მცველმა პალოისმა ავტოგოლი მიითვალა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ლიონი“ 10 ქულით 18 გუნდში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი