„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მარცხი მიუხედავად ურიგოდ არ გამოიყურებოდა.
მატჩის მე-9 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა პეცელამ ბურთი რომაელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კარიდან წინ გამოსულ პროვედელს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ხოლო საკმაოდ მაღლა ამხტარმა ესპოზიტომ თავით ანგარიში გახსნა – 0:1. ტაიმს ბოლო წუთზე ტავარეში მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ერთ მცველს გაცდა და მარცხნიდან პასი უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაკანის გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა.
49-ე წუთზე „ლაციოს“ კონტრშეტევის დროს ჯოვანი აიროლდიმ თავის საჯარიმოში პეცელა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერტმეტმეტრიანი ტატიმ შეასრულა და ვასკესმა ბურთი მოიგერია. 84-ე წუთზე ტატიმ კარგი პასი გაუკეთა საჯარიმოში ესპანელ პედროს, რომელმაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან ახლო „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – ბურთი ზედა ძელს მოხვდა და კარში ისე შევარდა. ამ ეპიზოდში გოიგლიჩიძე ვარდნაში უშედეგოდ შეეცადა პედროს დარტყმული დაებლოკა.
„ემპოლი“ 10 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
