გიორგი გველესიანმა მიმდინარე სეზონში “პერსეპოლისის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა, რომელმაც მის გუნდს სამი ქულა მოუტანა.
ირანის ჩემპიონატის მე-7 ტურში “პერსეპოლისმა” “ჩადორმალუ” მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-6 წუთზე მასპინძელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი “ჩადორმალუს” მეკარემ მოიგერია, ხოლო შეტევაში ჩართულმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაამატა – 1:0.
მოქმედი ჩემპიონი “პერსეპოლისი” 14 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. გველესიანი თბილისში დღეს თვითმფრინავით ჩამოვიდა და ხვალიდან საქართველოს ნაკრებს პოლონეთში შეკრებაზე შეუერთდება.
ლაშა თაბაგარი
