ბერიაშვილის კიდევ ერთი გოლი უნგრეთში

0
22

ილია ბერიაშვილმა, რომელიც მტკ-ში პირველ სეზონს ატარებს, უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
მე-9 ტურში ბუდაპეშტელებმა „კეჩკემეტი“ მიიღეს და 3:1 დაამარცხეს. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 2:1 იგებდა, მეტოქის კარი აიღო – კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით ბურთი კარში გადაგზავნა. მან მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში თავი 2-ჯერ გამოიჩინა.
მტკ 15 ქულით 12 გუნდში მესამე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი